საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში

ვითარება უკიდურესად დაძაბულია ჰონგ-კონგში.

ქვეყნის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით გამართული მარშის მონაწილეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტებს ტერიტორია ამ დრომდე აქვთ დაკავებული. პოლიციამ ცრემლსადენი გაზით აქციის დაშლა დაიწყო.

საკანონმდებლო საბჭოში შეჭრამდე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ წიწაკის გაზი გამოიყენა. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც მთავრობამ სადავო კანონპროექტი მოამზადა და ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების შესაძლებლობა შექმნა. თუმცა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების გამო მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ ვითარება მაინც ვერ განმუხტა.