საპროტესტო აქციების ტალღა საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან

15:30, 05.11.2026

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში – ნანტში, მარსელში და ლიონში აქციები მიმდინარეობს. საყოველთაო გაფიცვისა და მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ემზადებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები სარკინიგზო ტრანსპორტშია მოსალოდნელი. პარიზში დღის მეორე ნახევარში მრავალათასიანი დემონსტრაცია იგეგმება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ნაციის მოედნისკენ გაემართებიან.

ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი სამართალდამცველი გამოიძახა. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, მოსალოდნელია მეტროს სადგურების ნაწილობრივი დახურვაც. დილიდან ნაწილობრივ ბლოკირებულია სკოლები და უნივერსიტეტები.

რა ვითარებაა საფრანგეთის დედაქალაქში – პირდაპირ ეთერში პარიზიდან ლევან ახალაიას ჩართვა.

მსგავსი