საპროტესტო აქციების 150-ე დღე
საპროტესტო აქციების 150-ე დღე. დემონსტრანტები კვლავ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. მანამდე კი – დღის განმავლობაში, მეტროსადგურ დიდუბიდან საპროტესტო აქცია მსვლელობა – სიმბოლურად თბილისის პროკურატურის მიმართულებით გამართეს.