საპროტესტო აქციები სომხეთში

სომხეთში ვითარება ისევ უკიდურესად დაძაბულია.

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ერევანში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს ეროვნულ დაუმორჩილებლობას უწოდებს და მსგავსი დემონსტრაციების გამართავს მომდევნო სამი დღის განმავლობაში აანონსებს. პროტესტის მიზეზად ოპოზიციის მხრიდან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და ფაშინიანის სუსტი მმართველობა სახელდება. შიდა დაძაბულობის ფონზე ნიკოლ ფაშინიანს ურთიერთობა დაეძაბა რუსეთთანაც.