საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12:24, 04.10.2026

სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა, რომელიც მთელ საფრანგეთში გავრცელდა, ახლა კონტროლს მიღმაა – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული პოლიციის პრეს-სპიკერმა განაცხადა. აგატ ფუკომ დემონსტრანტებს მშვიდობიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ხელისუფლება ძალადობასა და ვანდალიზმს მტკიცედ უპასუხებს. „როიტერსის“ ინფორმაციით, დემონსტრაიციების დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი, ძირითადად მოზარდები დააკავეს. ამასთან, პოლიციასა და აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ასობით პირი, მათ შორის სულ მცირე 600 პოლიციელი დაშავდა. ცნობისთვის, საფრანგეთს ქალაქებში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. სკოლებში არსებული მძიმე პირობებით უკმაყოფილო მოსწავლეები აქციებს უკვე რამდენიმე დღეა მართავენ. დემონსტრაციები: პოლიციასთან დაპირისპირებაში, ძალადობრივ შეტაკებებსა და ვანდალიზმშია გადაზრდილი.

მსგავსი