საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12:18, 08.11.2026

ახალგაზრდული პროფკავშირების მონაცემებით, საფრანგეთის დემონსტრაციაზე 250 ათასი ადამიანი გამოვიდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი რიცხვი 146 ათასი იყო. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში, საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების მიმდინარეობისას დღის განმავლობაში 360 დემონსტრანტი დააკავეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში მომხდარი შეტაკებების პარალელურად, ადგილი ჰქონდა პოლიციელის საცხოვრებელი სახლისთვის განზრახ ცეცხლის წაკიდებას. ლორან ნუნიესის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულებრივი ქმედება პოლიციელის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელდა.

მსგავსი