საპროტესტო აქციები მინეაპოლისში 

ხმაურიანი საერთაშორისო ოპერაციებისა და რეზონანსული გადაწყვეტილებების ფონზე აშშ-ში შიდა პოლიტიკური ვითარებაც მწვავდება. მინეაპოლისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

დონალდ ტრამპს არალეგალ მიგრანტთა მიმართ გამკაცრებული მიდგომების და მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. უფლებამოსილების გადამეტება, თუ თავდაცვით რეჟიმში მოქმედება – ახალგაზრდა ქალის ლიკვიდაციის შემდეგ ფედერალური აგენტების გასვლას ითხოვენ იმ ქალაქების მერები და გუბერნატორები, რომლებიც „დემოკრატიული პარტიის“ წევრები არიან. არაერთგვაროვანი ვერსიები ვრცელდება ოპერაციის გარშემო, რომლის დროსაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა. ოფიციალური ვაშინგტონი ფაქტს კანონდარღვევის აღკვეთად და აგენტის მხრიდან თავდაცვით მოქმედებად აცხადებს. აქციები, რომლებიც ქალის მკვლელობას მოჰყვა, სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ქიმიური ნივთიერებაც გამოიყენეს. მძიმეა საერთაშორისო გამოხმაურებაც.

მინეაპოლისის შემთხვევის შემდეგ მემარცხენე ძალთა მიმართ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ტონი კიდევ უფრო მკაცრდება.