საპროტესტო აქციები და დაპირისპირება საფრანგეთსა და ბელგიაში 

21:22, 08.10.2026

მასშტაბური დემონსტრაციები არ წყდება საფრანგეთსა და ბელგიაში.

პოლიციასთან შეტაკებები, არასრულწლოვანთა დაკავებები და არეულობა ფრანგული ქალაქების ყოველდღიურობად იქცა. პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები შედეგად, რამდენიმე მოზარდი მძიმედ დაშავდა. 15 და 16 წლის მოსწავლეებიდან ერთს ხელი, მეორეს კი მხედველობა აქვს დაკარგული. დაკავებულთა რაოდენობა 6000 -სს აჭარბებს. ვითარების განსამუხტად ქვეყნის განათლების მინისტრი ახალგაზრდებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთავაზობს, თუმცა უნდობლობის არგუმენტით დემონსტრაციები არ წყდება. რთულია ვითარება ბელგიაშიც. ლიეჟში პოლიციასთან შეტაკებების და არეულობის შემდეგ ქალაქის მერმა 17 ოქტომბრამდე სამ კაცზე მეტის შეკრება აკრძალა.

ღირსეული სასწავლო პირობების მოთხოვნით ქუჩებში გამოსული ახალგაზრდების ძალადობრივი პროტესტი – ნახეთ სალომე თორაძის სიუჟეტში.

მსგავსი