საპროტესტო აქციები ბელარუსში

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში დღეს დილიდან ანტისამთავრობო მსვლელობები იმართება. სოლიდარობის აქცია მინსკში, გროდნოსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში  დილიდან სპეციალური ტექნიკა შენიშნეს. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ.  ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

დატოვე კომენტარი