ბუდაპეშტში ათიათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეიკრიბა. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარიც. მან პირობა დადო, რომ უნგრეთს ძლიერი ევროპის ნაწილად აქცევს და ორბანის 15-წლიან მმართველობას დაასრულებს. მადიარმა მოძრაობა ერთი წლის წინ დააფუძნა. მისი პარტია „ტისა“ უმეტეს გამოკითხვებში ორბანის პარტია ასწრებს. ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა იმ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზომების გამკაცრება დააანონსა, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.