საპროტესტო აქცია თელავში

საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებში. თელავში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, სტუდენტების ნაწილი შეიკრიბა. მოწოდებების მიუხედავად, სტუდენტების უმრავლესობა მათ არ შეურთდა. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. შეკრებილების თქმით, ევროპული მომავალი საფრთხეშია და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.