საპროტესტო აქცია თბილისში

პროტესტი განახლდა – რუსთაველის გამზირზე 28 ნოემბრის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები დღესაც არიან შეკრებილები. გადაკეტილია გზა. სამართალდამცავები მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულები არ არიან. ახალი არჩევნების დანიშვნასთან ერთად, მოთხოვნაა საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულების გათავისუფლება. ცოტა ხნის წინ ადგილზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები მსვლელობით შეუერთდნენ.

ანა ბროლაძე იმყოფება საკანონმდებლო ორგანოსთან.