საპროტესტო აქცია სოფელ კაპანახჩში

15:27, 13.12.2018

საპროტესტო აქცია მარნეულის სოფელ კაპანახჩში.

ერთი თვის წინ გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ. ემინ ისმაილოვი ავტოავარიაში 4 ნოემბერს წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მოყვა. ხელის ტრავმით ის ოჯახის წევრებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს.

როგორც გარდაცვლილი ემინ ისმაილოვის მამა აცხადებს, მისი შვილი კონტაქტური იყო. როცა საავადმყოფოში მიიყვანეს მას ოპერაცია ჩაუტარდა. ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ ოჯახს განუცხადეს, რომ ბიჭი გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ.

ოჯახი გამოძიებას და მედიკოსის დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრება.

მსგავსი