საპროტესტო აქცია სოფელ ჭკადუაშში

საპროტესტო აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობა გზების რეაბილიტაციას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს ზუგდიდი- მესტიის ავტომაგისტრალი. სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა მოსახლეობას. მისი თქმით, სოფელ ჭკადუაშში შიდა გზების მოხრეშვა უახლოეს პერიოდში მოხდება, ხოლო რაც შეეხება სოფლის ცენტრალურ გზას, უკვე დაწყებულია გზის ასფალტ-დაფარვა.