საპროტესტო აქცია რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური პროტესტი გრძელდება. აქციების დროს დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებმა პარლამენტის მიმდებარედ გაათენეს. მათ საავტომობილო გზა დილამდე ჰქონდათ გადაკეტილი. მათი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება აქციის მონაწილეთა მიმართ უმკაცრეს ზომებს მიმართავს, ამიტომ პროტესტის ფორმებს ისინიც ამკაცრებენ.