საპროტესტო აქცია რუსთაველზე

12:16, 18.05.2025

პროტესტის 171-ე დღე რუსთაველის გამზირზე. აქცია გვიან ღამით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პარლამენტის წინ ფერადი კვამლი გაუშვეს. მომიტინგეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს და საკუთარ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.

მსგავსი