საპროტესტო აქცია ქვემო ფონიჭალაში

საპროტესტო აქცია განახლდა ქვემო ფონიჭალაში.

ადგილობრივი მოსახლეობა ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სამშენებლო ტერიტორიის შესასვლელთან შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. მათი განმარტებით, საცხოვრებელი სახლები, სადაც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, მიმდინარე სამუშაოები კი, მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ისინი გასახლებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი