საპროტესტო აქცია პორტუგალიაში

15:18, 25.10.2026

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში პოლიციამ აქციის მონაწილეების კარვები დაშალა. აქციაზე საბინაო კრიზისსა და გაძვირებულ საცხოვრებელ ხარჯებს აპროტესტებდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ათობით სამართალდამცავი როსიოს მოედანზე ღამის 02:00 საათზე მივიდა. მათ აქციის მონაწილეებს მოედანზე გაშლილი კარვების აღებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციის დაშლით დაემუქრნენ.

მსგავსი