საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი.

პროტესტის მონაწილეები კარვებში ლინოლეუმის შეტანას ცდილობდნენ, ადგილზე დასაგებად, რასაც საპატრულო პოლიციასა და აქტივისებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება მალევე განიმუხტა. პარლამენტის შენობის წინ ამ დროისათვის 14 კარავია გაშლილი. შეკრებილები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რუსთაველის გამზირზე კარვები კიდევ გაიშლება და არ არის გამორიცხული, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და ქვეყანაში ხელახალი კენჭისყრა არ დაინიშნება.

მოამბე