ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციაზე თბილისში, ეროვნული არქივის შენობასთან შეიკრიბნენ. მანიფესტაციის მონაწილეებმა მსვლელობით ჩამოიარეს საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები. გაჟღერდა მოთხოვნებიც.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დასანქცირდნენ მთავრობის წევრები, სამართალდამცავები და კერძო პირებიც. ასევე უცვლელი დარჩა აქამდე არსებული მოთხოვნები, ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეები.