საპროტესტო აქცია-მსვლელობა „გურულების მარში“
ევროპის მოედნიდან, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომდე „გურულების მარში“ გაიმართა.
მანიფესტაციაში მონაწილეები ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულები მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე საპროტესტო მარშის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს. პარლამენტთან ისინი აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.