საპროტესტო აქცია კოპენჰაგენში
კოპენჰაგენის ცენტრში ათასობით სტუდენტმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. დემონსტრანტები მთავრობის იმ გეგმას აპროტესტებდნენ, რომელიც სტუდენტური გრანტების სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მედიის ინფორმაციით, მეტე ფრედერიქსენის მთავრობა, სტიპენდიის შემცირებას გეგმავს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და რომელთა ოჯახის შემოსავალიც დადგენილ ზღვარს აღემატება. კანონპროექტს პარლამენტი დეკემბერში უყრის კენჭს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სტუდენტური გრანტების შემცირება ახალგაზრდებს ფინანსურ დამოუკიდებლობას შეუზღუდავს და ყოველდღიურ ხარჯებთან გამკლავებას გაურთულებს.