თბილისში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ. ამ წუთებში კი ჭავჭავაძის გამზირზე არიან. მომიტინგეებმა ადგილზე ცეცხლი დაანთეს. გადაკეტილია საავტომობილო გზა, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე ვარაზის ხევზე. დემონსტრანტებმა ქუჩები ნაგვის ურნების და სხვადასხვა საგნების გამოყენებით გადაკეტეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისინი თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. გამთენიისას, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე კვლავ რჩება სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.