საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან. საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის წევრებმა ფედერაციის პრეზიდენტის, სულხან ბაბუაძის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მას ნეპოტიზმსა და თანამშრომლების მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათივე განცხადებით, საქართველოში ტაეკვანდო წლების განმავლობაში არ განვითარებულა. ფედერაციას არ ჰყავს მწვრთნელთა საბჭო და ნაკრები გუნდი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკვე რამდენიმე წელია, მოითხოვენ. ტაეკვანდოს ფედერაციის წევრებს დღეს განათლების სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფედერაციის წესდებაში შევა ცვლილება. აქციის მონაწილეები კი ამ ცვლილების ასახვამდე პროტესტს განაგრძობენ.