ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გაიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულებმა ნორვეგიის საელჩოსთან აქცია გამართეს. მათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიის“ მიერ ჯილდოს გადაცემა გააპროტესტეს.  ისინი საქართველოში ნორვეგიის ელჩისგან ითხოვდნენ იმის დაფიქსირებას, რომ სააკაშვილისთვის აღნიშნული ჯილდოს გადაცემა ნორვეგიის სახელმწიფოს პოზიცია არ არის.

ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ადამიანის უფლებების დარგში დაჯილდოება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახების შეურაცხყოფაა.