საპროტესტო აქცია მადრიდში

12:17, 29.10.2026

ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის გამო მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც „როიტერი“ წერს, 500-მდე დემონსტრანტი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. ტრანსპორტის სამინისტროსთან ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციელებს ბოთლები და სხვადასხვა ნივთები ესროლა. სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და დემონსტრანტები საავტომობილო გზიდან გაიყვანეს. ხელისუფლების ინფორმაციით, აქციაზე არავინ დაშავებულა და არავინ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, მადრიდისა და სამხრეთ ანდალუსიის დამაკავშირებელ ხაზზე ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია სულ მცირე, 68 ადამიანი. ესპანეთში მომხდარის გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. გამოძიება სამუშაო უსაფრთხოების სისტემაში შესაძლო გაუმართაობას განიხილავს.

მსგავსი