საპროტესტო აქცია დიდ ბრიტანეთში

15:09, 01.11.2026

დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა. მომიტინგეთა უმეტესობა პენსიონერი იყო და ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით: „მე გენოციდის წინააღმდეგი ვარ, მხარს ვუჭერ „პალესტინის მოქმედებას“. ასეთივე აქცია გაიმართა ედინბურგშიც, აშშ-ის საკონსულოსთან.

ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედება“ 2020 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს დიდი ბრიტანეთის მიერ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერებას. დიდ ბრიტანეთში ორგანიზაცია 2025 წლის ივლისში აიკრძალა. აკრძალვის თანახმად, „პალესტინის მოქმედების“ წევრობა ან მხარდაჭერა დანაშაულად ითვლება, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

4 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში „პალესტინის მოქმედების“ ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადების სააპელაციო საჩივრის განხილვა უნდა გაიმართოს.

მსგავსი