ჭიათურაში საპროტესტო მღელვარება არ ცხრება.
მაღაროელების აქციები გრძელდება. ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა გუშინდელმა ინციდენტმა. აქციების საინიციატივო ჯგუფის ოთხ წევრს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენელზე ფიზიკურ თავდასხმაში ედება ბრალი. ოთხივე მათგანი დაკავებულია. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელმაც გუშინ პერევისას მაღარო შეამოწმა, კომპანიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფისთვის მიუღებელია კომპანიის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომელიც მანგანუმის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენას და რეორგანიზაციას გულისხმობს. კომპანიის რაიონიდან გასვლა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება.