საპროტესტო აქცია

ადიგენის რაიონის ორი სოფლის მოსახლეობა, იჯარეთისა და ზარზმისთვის მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

ამ მოთხოვნით ადგილობრივები მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ორივე სოფელი მაღალმთიანი ზონის სტატუსისთვის საჭირო სამი კრიტერიუმიდან ორს აკმაყოფილებს. კერძოდ, მათი თქმით, სახეზეა მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და სახნავ-სათესების არ არსებობა. მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილებმა ისიც განაცხადეს, რომ მათ აღნიშნული მოთხოვნით თვითმმართველ ორგანოსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.