საპროტესტო აქცია

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა, რომლებიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ, შენობაში ძალით შესვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. აქციებს კი მოთხოვნების შესრულებამდე გააგრძელებენ.