საპროტექსტო აქცია და პოლიტიკური შეფასებები

დაპირისპირების ფონზე ჩაიარა ოპოზიციის მიერ გამართულმა აქციამ ქუთაისში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებმა მხარდამჭერები კიკვიძის ბაღში შეკრიბეს, საიდანაც ფეხით აღმაშენებლის მოედნისკენ დაიძრნენ. გზადაგზა იყო შელაპარაკება, ისროლეს კვერცხებიც. თუმცა ამჯერად კონტრაქცია არ მოუწყვიათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები ეროვნული წინააღმდეგობრივი მოძრაობის დაწყებას გეგმავენ. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მხარეებს შორის დიალოგის გაგრძელებას მიიჩნევენ.