საპროცესო შეთანხმება

15:30, 22.10.2026

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

„ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში და საჩივარს ნუ დაწერენ „ელიზბარაშვილის დანახვის შეგვეშინდაო“, – ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებით მიმართა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბიზნესმენს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც მუქარას გულისხმობს.

მსგავსი