თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურობისთვის სამი კანდიდატი: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ და სინან ოღანი იბრძვიან. წინასწარი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ერდორანსა და კილიჩდაროღლუს შორის მცირე სხვაობა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, აქ სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს, 17 საათზე დაიხურება. 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში სპეციალური საარჩევნო უბნები კონტეინერებშია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 64 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს, მათგან 5 მილიონამდე ხმას წელს პირველად მისცემს. შედეგების საღამოს 21 საათზე გამოცხადდება.