თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. წინასწარი შედეგებით ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, მისი მთავარი კონკურენტი მას 4%-ით ჩამორჩება. კენჭისყრაში მონაწილეთა აქტივობა 87 %-ს აჭარბებდა.
როგორ აფასებენ კანდიდატები შედეგებს და რას ფიქრობს მოსახლეობა – ლევან ახალაია დეტალებით.