საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრა მემარჯვენე, მარინ ლე პენი უპირისპირდებიან. ლე პენი საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა ჯერ-ჯერობით არ მიუღია ემანუელ მაკრონს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურება. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში უპირატესობა ემანუელ მაკრონს აქვს. არჩევნების შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

 

 

დატოვე კომენტარი