საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში

დიპლომატიური მისიიდან პრეზიდენტის პოსტზე. სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

საპარლამენტო მმართველობაზე გადასულ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაური დღეს პირველად მოქალაქეების ნაცვლად პარლამენტმა აირჩია. 105-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში არმენ სარგსიანმა 90 ხმა მიიღო. მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ყოფილი დიპლომატი პრეზიდენტობის ერთდადერთი კანდიდატი იყო, რადგან ოპოზიციურმა ძალებმა ერთობლივი კანდიდატურის შერჩევა ვერ მოახერხეს.

რა გეგმებით იკავებს სარგსიანი შეკვეცილი უფლებების მქონე პრეზიდენტის პოსტს და გადაინაცვლებს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი პრემიერის თანამდებობაზე – თამთა რუხაძე ერევნიდან.