საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა. პოზიცია უკვე გამოხატა საკუთარი რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის ულტრამემარჯვენე მარი ლე პენმა და მემარცხენე ჟან ლიუკ მელენშონმა, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკორნის მთავარ კონკურენტებად ითვლებიან. ამომრჩეველთა სიებში 49 მილიონამდე მოქალაქეა. გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 37 პროცენტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მივა თუ არა არჩევნებზე. ფრანგები სახელმწიფოს მეთაურს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, მეორე ტური ჩატარდება.