საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში - ჩართვა ვაშინგტონიდან

ვინ შევა თეთრ სახლში მომდევნო ოთხი წლით – მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: საარჩევნო პროცესმა შესაძლოა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს. ტრამპი ხმების გაყალბებაზე საუბრობს და უზენაეს სასამართლოში აპირებს გასაჩივრებას. შტატების ნაწილში ზეიმი, ნაწილში კი საპროტესტო გამოსვლებია. ის, ვინც 538-კაციანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მიიღებს, აშშ-ის 59-ე პრეზიდენტი გახდება. სწორედ კოლეგია აბალანსებს პრეზიდენტის პირდაპირი და კონგრესის მიერ არჩევის წესს. თითოეულ შტატს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კოლეგიაში წარმომადგენელთა გასხვავებული რაოდენობა ჰყავს.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ეკა მაღალდაძე გვერთვება ვაშინგტონიდან.