საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლების დააჯილდოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. გეკა გელაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებმა ჯილდოები სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მიიღეს.