საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება
სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ საკითხზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო, 2017 წლიდან იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ისახავდა მიზნად. ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო ხელისუფლებასთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.