საპატრიარქოს განცხადება 

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელმა კომისიამ მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება აღიარა და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას. მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.“- ვკითხულობთ განცხადებაში.