საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ინტერნეტთამაშის, "ლურჯი ვეშაპის" შესახებ შეხვედრა გაიმართა

ინტერნეტთამაშის ე.წ. ლურჯი ვეშაპის შესახებ შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ინტერნეტთამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფოსა და მშობლების მხრიდან განსახორციელებელ მოქმედებებზე ისაუბრეს.

მსჯელობისას განაცხადეს, რომ პრობლემა მასშტაბურია და პრევენციული ზომების მისაღებად სხვადასხვა უწყებების,  განსაკუთრებით კი ძალოვანი სტრუქტურებისა და განათლების სამინისტროს ჩართულობაა აუცილებელი.