საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

ფოთის „ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ პერგამონის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, გამოჩენილ თეოლოგს და სასულიერო მოღვაწეს  წოდება მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. საზეიმო ცერემონია დღეს ფოთში გაიმართა. მიტროპოლიტმა იოანემ მართლმადიდებლური თეოლოგიისა და თანამედროვე ანთროპოლოგიის თემაზე მოხსენება წაიკითხა.