საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 

21:30, 14.09.2026

მმართველი გუნდი მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს წარუდგენს. ასაკრძალთა ჩამონათვალს ემატება ყოფილი პრემიერის პარტია „გახარია საქართველოსთვის“.  როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, გახარიას გუნდს მისცეს შანსი რეალურად ჩართულიყვნენ  საპარლამენტო ცხოვრებაში, თუმცა მათგან მიიღეს კონსტიტუციური წყობილების არ აღიარება და არაერთი დესტრუქციული ქმედება. ამ კვირაში პარლამენტი იმსჯელებს ქონების გადასახადის საკითხზეც. დაანონსებული ცვლილებებით ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ მხოლოდ მიმ მოქალაქეებს, ვისი შემოსავალიც 100 ათასი ლარი და მეტია. 40 ათას ლარიანი ზღვარი კი გაუქმდება. ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ამ კვირაში დაამტკიცებენ სუს-ის ახალ ხელმძღვანელსაც. მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე უმრავლესობის ტრადიციულ სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც პრემიერიც ესწრებოდა.

მსგავსი