საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება

პოლიტიკურ ოპონენტებს შორის გაფორმებული შეთანხმება პარლამენტში თანამდებობების გადანაწილებასაც გულისხმობს.

შეთანხმებიდან ერთ კვირაში საკითხზე კონსულტაციები უნდა დაიწყოს, საკომიტეტო თანამდებობების გადაბარება კი შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. საუბარია ხუთ წამყვან კომიტეტზე, რომელთაგან კონსულტაციის შედეგად ორის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.