საპარლამენტო მანდატების საკითხი

საპარლამენტო მანდატები კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ერთიანობის აუცილებლობასა და ერთიან სტრატეგიაზე საუბრობს. მაშინ, როდესაც სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება, მანდატებს ჯერ ისევ ინარჩუნებს გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრი. მათ ამ დრომდე არ მიუმართავთ გაუქმებას მოთხოვნით. გახარიას პარტიას სხვა ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ, რომ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ. კრიტიკული პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძემ. ყოფილი პრემიერის პარტიაში კი ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია, თუ რატომ გამოიწვია ამ საკითხმა ოპოზიციის გაღიზიანება, როდესაც მათი გადაწყვეტილება დიდი ხანია ცნობილია, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, თუმცა არც მანდატების შეწყვეტის თაობაზე განცხადებების დაწერას გეგმავენ.