საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დასრულდა

12:26, 07.06.2018

საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა.

ვალდებულებები მოიცავს პარლამენტის მიერ, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობას და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობას.

სამოქმედო გეგმისთვის შემოთავაზებული იდეები საქართველოს შვიდ ქალაქში შეგროვდა.

მსგავსი