საპარლამენტო ძალაუფლების გადანაწილება 

უთანხმოებაა შარლ მიშელის შეთანხმების მეოთხე პუნქტის გარშემო – როგორ უნდა გადანაწილდეს პარლამენტში ძალაუფლება ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე.

19 აპრილს შეთანხმებულ დოკუმენტში წერია, რომ ოპოზიციურ პარტიებს მმართველმა გუნდმა ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა დაუთმოს, მათ შორის ორი საგარეო, საფინანსო, იურიდიული, ადამიანის უფლებათა ან საპროცედურო კომიტეტი უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან კონსულტაციების დასაწყებად მზად არის, თუმცა მანამდე საბოლოო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელსაც მიშელის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი არ აქვს. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ დოკუმენტზე ხელმომწერი და მის მიღმა დარჩენილი პარტიები თანაბარ პირობებში არ უნდა იყვნენ.

ვინ რომელი კომიტეტის ხელმძღვანელობაზე აცხადებს პრეტენზიას და როგორ წარმოუდგენიათ შეთანხმების ხელმომწერ პარტიებს მეოთხე პუნქტის რეალობად ქცევა – ყველა მხარის პოზიციები თეონა მანაგაძემ მოისმინა.