საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

ქართული საპარლამენტო დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით რუმინეთში იმყოფება.

საგარეო საქმეთა და ევროპასთან ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები, ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან მახაშვილი, უკვე შეხვდნენ სენატის პრეზიდენტს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს. შეხვედრა გაიმართა რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთანაც. მთავარი აქცენტი შავი ზღვის კაბელის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე გაკეთდა.