საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგში ვიზიტს განაგრძობს. ამ წუთებში ქართველ კანონმდებლებს ლუქსემბურგის პარლამენტში მასპინძლობენ. განიხილება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი.

ქართული დელეგაცია ევროპელ პარტნიორებს დეტალურად აცნობს, თუ როგორ სრულდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამუშაო ვიზიტების მთავარი მიზანი პარტნიორების მხარდაჭერის მაქსიმალური მობილიზებაა, რათა კანდიდატის სტატუსზე მსჯელობის დროს მოხდეს მხარდაჭერა.